დღეიდან ევროკომისია ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას

  დღეიდან ევროკომისია ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას. ხელმძღვანელად კი ჟან-კლოდ იუნკერია დანიშნული. ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ახლა ერთდროულად 28 კომისარი იმუშავებს, მათ შორის 9 ქალია, – წერს „ეხო მოსკვი“.
ახალი ევროკომისია ევროკოვშირის კრიზისიდან გამოყვანაზე იმუშავებს. ამ ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ეს არის ევროკომისიის ძირითადი ამოცანა. ძირითადი პრინციპი უცვლელია – ყოველი ევროპული ქვეყნიდან იმუშავებს ერთი ადამიანი.
ცნობილია, რომ კომისიის ფორმირების პროცესში იუნკერს განსაკუთრებული სირთულეები არ ჰქონდა. მან მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე თქვა უარი. პარლამენტარების პრეტენზიების გამო იუნკერმა სლოვენიის ყოფილ პრემიერთან – ალიონკა ბრატუშეკთან მუშაობაზე განაცხადა უარი. ბრატუშეკი ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში უნდა ყოფილიყო. საერთო ჯამში, ამ თანამდებობაზე სლოვაკი მაროშ შეფკოვიჩი დანიშნეს.
ცნობილია, რომ კომისიაში ბევრი ძველი კომისარი დარჩება. ისინი უბრალოდ სფეროებს შეიცვლიან. მაგალითად, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ეტინგერი საინფორმაციო პოლიტიკის კომისარი გახდება.
ახალი ევროკომისიის უფლებამოსილების ვადა 2019 წლამდეა განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები