ტოკიოში გარეული ღორი 6 ადამიანს თავს დაესხა

  იაპონიაში დედალი გარეული ღორის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ „Japan Today“-მ გაავრცელა. ინციდენტები ტოკიოში მოხდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი მეტრის სიგრძის გარეული დედალი ღორი ნახევარი საათის განმავლობაში თავს 40-იდან 70 წლამდე 6 ადამიანს დაესხა. სერიოზული ტრავმა, საბედნიეროდ,  არავის მიუღია. იმავე დილას ღორი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები