საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, 2.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კახეთში დაფიქსირდა.
როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღის სამხრეთ დასავლეთის სოფელ კაზლართან დაფიქსირდა.