“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
თბილისში, კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, დაახლოებით 16.00 საათისთვის კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება, რომლის მუშაობასაც ასევე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.