ნანუკა ჟორჟოლიანი – იცოდა ამალიამ, რომ მთავარი წინ ელოდა, ბოროტი ქართველების აპლოდისმენტები!

  პროექტ “ნიჭიერის” ჟიურის წევრი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის მიმართ აგორებულ სკანდალს გამოეხმაურა.
“აქ რა ამბები ყოფილა ამალიაზე – ერთს ისეთი გამოძიება ჩაუტარებია, მეგონა, ბრალს უყენებდნენ ქალს. მტკიცებულებად კი ამოიღებდნენ ჩანთას, რომელმაც განსაკუთრებულად მიიქცია ყურადღება. როდესაც მაიამ გადაცემა „პროფილში“ მკითხა ქალებზე – ეს აგრესია რისი ბრალიაო, ვუპასუხ,ე ჩვენი ყველასი-თქო და აი ამას ვგულისხმობდი. აი, რაც ახლა ფბ-ზე ხდება. ეს ის ქვეყანაა, სადაც თენგიზ კიტოვანს მხატვარს ეძახიან და ამალიას თაღლითს! ეს ის ქვეყანაა, სადაც თუ ცოტათი მაინც გამოგარჩევს ბედისწერა, ჩაგქოლავენ. მოკლედ, გადავიდეთ მთავარზე. ამალიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი იქვე. ბუნებრივია, მთელი ეს კითხვა- პასუხი ვერ ჩაჯდებოდა გადაცემაში, მაგრამ ქალმა გარკვევით თქვა: ვმღეროდი რუსეთშიო. ასევე თქვა, რომ ჩამოვედი რაღაც მიზეზის გამოო და მივხვდით, რომ ეს მის ძალიან პირადს ეხებოდა. ამალია ახალგაზრდობაში სად რას აკეთებდა, არ ვიცი, მაგრამ დღეს ნამდვილად აბარებს ბაბთებს ბაზრობაზე. ასეა ცხოვრება. ხან გაქვს, ხან არა და მისი ფოტოები წარსულიდან არ ნიშნავს, რომ დღეს საარსებო მინიმუმისთვის არ წვალობს. მოკლედ, ამალია თავის ცხოვრებას მოგიყვებათ ნანუკას შოუში, 12 ნოემბერს, ოთხშაბათს და მერე არ შეგრცხვეთ იცოდეთ. რომ მოისმენთ რა გზა აქვს გავლილი. რა იცოდა ამალიამ, რომ მთავარი წინ ელოდა. ბოროტი ქართველების აპლოდისმენტები!”- წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ფეისბუქზე ამალია ჯიბლაძის ფოტოები გავრცელდა. როგორც სურათების ავტორი აღნიშნავს, იგი რუსეთში მოღვაწეობდა და ფოტოებიც სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები