მოსახლეობისთვის კომუნალური ვაუჩერის გაცემა დღეიდან დაიწყება

  თბილისის მოსახლეობისთვის კომუნალური ვაუჩერის გაცემა დღეიდან დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა.
“ვაუჩერი ნოემბერსა და დეკემბერში გაიცემა იმ სქემით, რაც დამტკიცებული იყო. ჩვენ ჯერჯერობით ცვლილება არ მოგვიხდენია, თუმცა გავზარდეთ დაფინანსების მოცულობა, როცა სექტემბერში შევცვალეთ ბიუჯეტი. სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულმა ცვლილებებმა დამატებითი დაფინანსების საჭიროება წარმოქმნა. დაფინანსების მოცულობაც სწორედ ამ თვალსაზრისით გავზარდეთ” – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები