ნეპალში ავტოავარიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში 2 ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რუსეთის მოქალაქეა. 30 ადამიანი კი დაშავდა, – წერს „The Himalayan Times“. ავარია დღეს ნეპალის დედაქალაქის 120 კილომეტრის მოშორებით მოხდა. 2 ავტობუსის შეჯახების შედეგად 8 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, 2 კი ექიმების მოსვლის შემდეგ. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით, ერთი ავტობუსის მძღოლმა სიჩქარეს გადააჭარბა და საჭე ვერ დაიმორჩილა. მომხდარის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები