სოციალური პაკეტის ფარგლებში, დევნილებს 20 000 ლარის დახმარება გაეწიათ

 

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილ ოჯახებს, სოციალური პაკეტის ფარგლებში, ეხმარება. გრძელვადიანი განსახლების პროექტის პარალელურად, სამინისტრო დევნილებს ერთჯერად ფულად დახმარებას უწევს. თანხის გადარიცხვა დევნილების განცხადებების საფუძველზე, მათი საჭიროებების გათვალისწინებით ხდება. 2010 წლიდან, დევნილებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება, რაც გულისხმობს მკურნალობისა და ქირის ხარჯების დაფინანსებას, შეწყდა. დახმარებას გაცემა 2012 წლის ოქტომბრიდან განახლდა და დღემდე სამინისტროს ბიუჯეტიდან დევნილ ოჯახებს 14 500 000 ლარი გადაერიცხათ. 2014 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 2971 ოჯახს, ხოლო ქირის თანხით უზრუნველყოფილ იქნა 348 ოჯახი. ამა წლის სექტემბერისა და ოქტომბრის თვეებში სამინისტროში 15 მოქალაქის განცხადება შემოვიდა. 14 დევნილი ფულად დახმარებას საოპერაციო და მედიკამენტოზური მკურნალობისთვის ითხოვდა. რეფერალური ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს ოპერაციის ღიერბულების 70% უნაზღაურდებათ, დევნილებმა დარჩენილი 30% – ის დაფინანსების მოთხოვნით სამინისტროს მომართეს. შვიდ მათგანს თანხა მთლიანად, დანარჩენს კი ნაწილობრივ გადაერიცხა. სოციალურად დაუცველი დევნილი, რომლის შვილიშვილსაც ხანგრძლივი და ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება, სამინისტროსგან ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვას ითხოვდა. სამინისტრომ ეს ოჯახი 360 ლარით დააფინანსა. 2014 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში, ერთჯერადი დახმარების სახით, სამინისტროს ბიუჯეტიდან გადარიცხულია 20 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები