ერაყელი ქურთები ალყაში მოქცეული კობანის დასახმარებლად დაიძრნენ

  ერაყელი ქურთების „პეშმერგის“ შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა თურქეთ-სირიის საზღვარი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მიერ ალყაში მოქცეული კობანის მიმართულებით გადაკვეთეს. 150 ქურთი მებრძოლი კობანის მიმართულებით ჯიპებზე და სატვირთო მანქანებზე ჯავშანტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.
არაბული „ბი-ბი-სის“ ცნობით, ქურთები კობანის დასავლეთით 4 კილომეტრის მოშორებით განლაგდნენ.
„პეშმერგის“ მებრძოლები დროშებით ხელში სკანდირებდნენ „კობანი, კობანი!“.
შეგახსენებთ, რომ სირიის ქალაქი კობანი ალყაში 6 კვირაზე მეტხანს იმყოფება. ამ დროის მანძილზე ბრძოლებში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 200 000 კი თურქეთში გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები