უკრაინამ “დრუჟბას” მილსადენის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტი განაახლა

უკრაინამ დღეს შუადღისას „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტი აღადგინა.

ამის შესახებ უნგრეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, იანოშ ბოკამ განაცხადა.

თავის მხრივ, უნგრულმა ნავთობისა და გაზის კომპანია MOL-მაც დაადასტურა ნავთობის მილსადენით გადაზიდვების დაწყება. კომპანია ვარაუდობს, რომ „შავი ოქროს“ პირველი პარტიები უნგრეთსა და სლოვაკეთში არაუგვიანეს ხვალ ჩავა.

მანამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა სააქციო საზოგადოებამ სს „უკრტრანსნაფტამ“, რომელიც პასუხისმგებელია „დრუჟბას“ ნავთობსადენის უკრაინის მონაკვეთის ექსპლუატაციაზე, უნგრულ კომპანია MOL-ს მილსადენზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შესახებ აცნობა.

აღსანიშნავია, რომ “დრუჟბას” მილსადენის გავლით სლოვაკეთსა და უნგრეთში ნავთობის ტრანზიტი 2026 წლის 27 იანვარს შეწყდა, რუსული დრონის დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. სლოვაკეთმა და უნგრეთმა უკრაინისგან ამ მილსადენის გავლით ნავთობის ტრანზიტის აღდგენა არაერთხელ მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები