მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს მომავალი წლისთვის საქართველოს თავმჯდომარეობა შევთავაზეთ

“საქართველომ ეს განაცხადი უკვე გააკეთა, ჩვენ ეუთო-ს შევთავაზეთ საქართველოს თავმჯდომარეობა მომავალი წლისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა ერთსულოვნად უნდა მიიღონ.

„ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. ვნახოთ, როგორ წარიმართება მუშაობა ამ საკითხზე, ჯერ ადრეა საუბარი, რამდენად იქნება ჩვენი კანდიდატურა მხარდაჭერილი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი მუშაობისთვის, თუ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას, ქვეყანას, რომელსაც აქვს საკუთარი სიტყვა სათქმელი, ყველა მიმართულებით, რაზედაც ეუთო მუშაობს, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები, დაკავშირებადობის და ეკონომიკური განვითარების კუთხით წვლილის შეტანა, თუ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საკუთარი გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები