წალენჯიხაში 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხდებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციურ კომპლექსში უნდა განთავსდეს დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპეციალიზებული დარბაზები ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის და ძალოსნობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები