მაკა ბოჭორიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს
“მადლობელი ვარ, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რაზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორეს მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე წარდგენა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს.
„ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი.
ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და ამით მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდება”,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ აცნობა.