ქართლოს ღარიბაშვილი გარდაიცვალა

60 წლის ასაკში ცნობილი ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციაში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ ასოციაციაში განუცხადეს, ქართლოს ღარიბაშვილი გულის შეტევით გუშინ გარდაიცვალა.
შემთხვევა ადვოკატ ქართლოს ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებულ შპს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ შენობაში მოხდა.
როგორც „კვირას“ ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა, გარდაცვალებამდე ქართლოს ღარიბაშვილი გ.ჩაფიძის სახელობის გულის კარდიოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ინფარქტი ჰქონდა მიღებული.
„საავადმყოფო ხუთშაბათს საკუთარი მოთხოვნით დატოვა და პარასკევს სამსახურში გამოცხადდა. დილით თქვა, რომ გული აწუხებდა. შეტევამ ხელმეორედ გაუმეორა. სასწრაფო -სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ. ბრიგადის ექიმებმა გონზე მოიყვანეს და საავადმყოფოში გადაყვანა სთხოვეს, მაგრამ არ დათანხმდა. ექიმები ისევ ოფისში იყვნენ, რომ გარდაიცვალა“, – აღნიშნა ზურაბ როსტიაშვილმა.
ქართლოს ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში სამჯერ მონაწილეობდა, ბოლოს 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ნომრად იყო დარეგისტრირებული.
ქართლოს ღარიბაშვილს 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯორჯიაშვილებში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები