პრემიერი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში პუტინთან შეხვედრის საკითხი არ განიხილება
აღმასრულებელ ხელისუფლებაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის საკითხი არ განიხილება, თუმცა ზოგადად, ამის მზაობა არსებობს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს. პრემიერის თქმით, ამას კარგი მომზადება სჭირდება.
“რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადეთ, რომ მზაობა გვაქვს. მეც მაქვს მზაობა შეხვედრა შედგეს. შეხვედრას მომზადება სჭირდება – შეხვედრა შეხვდრისთვის არ უნდა იყოს. ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ შესაძლო შედეგებზე, რაც შეიძლება შეხვედრას მოჰყვეს. ამიტომ ამის ნაჩქარევად, ნაუცბათევად გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. პირიქით, ამას კარგი მომზადება სჭირდება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.