ირაკლი ღარიბაშვილი – ბიძინა ივანიშვილი ადამიანს უსამართლოდ არასდროს აკრიტიკებს

 

     არ ვეთანხმები აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მინისტრებისთვის მწვანე შუქი იყო ანთებული, რომ მარგველაშვილი ღიად ეკრიტიკებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” ბიძინა ივანიშვილისა და მინისტრების მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ადამიანს უსამართლოდ არასდროს აკრიტიკებს.
“არ ვეთანხმები აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მინისტრებისთვის მწვანე შუქი იყო ანთებული, რომ მარგველაშვილი ღიად ეკრიტიკებინათ. მინისტრებს აქვთ საკუთარი მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილი არასდროს აკრიტიკებს ადამიანს უსამართლოდ. მე არ მახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ადამიანი გაეკრიტიკებინოს უსამართლოდ. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი სამართლიანად აკრიტიკებს ამა თუ იმ პიროვნებას, იქნება ეს ღარიბაშვილი, უსუფაშვილი, მარგვეაშვილი თუ სხვა, ადამიანის არჩევანია გაიზიაროს თუ არა ეს კრიტიკა. მინისტრების უმრავლესობამ გაიზიარა ეს აზრი, რაც ნორმალურია. აქ არაფერ შუაშია მწვანე შუქის ანთება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები