ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მისიამ, რომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობს, შეხვედრა გამართა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან.

„მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები. ასევე, ხაზი გაესვა გასული წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს, საუბარი შეეხო 2026 წელს ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას და ამ პროცესში საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობას.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, ცოტნე ყავლაშვილი, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ სიმონ ედიშერაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები