ფიფამ ოკუპირებული ყირიმის გამოსახულებიანი მუნდიალის ოფიციალური პრომო-რგოლი საიტიდან წაშალა

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია – ფიფამ, სკანდალური მუნდიალის ოფიციალური პრომო-რგოლი საიტიდან წაშალა. რუსული მხარის მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლი, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ პრომო-რგოლს წარმოადგენდა, შეიცავდა კადრებს, სადაც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიც იყო ნაჩვენები.
ამასთან დაკავშირებით უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა ფიფას ორგანიზაციის პრესმდივანმა დევიდ ნოემმა:
„სამწუხაროდ, ჩვენ ყურადღება ვერ მივაქციეთ ადგილობრივი შემსრულებლების შერჩეულ და გამოყენებულ რუსეთის რუკას. საეჭვო კადრი ამ დროისთვის წაშლილია.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები