ბურკინა-ფასოში პროტესტანტებმა პარლამენტის შენობა დაწვეს (ვიდეო)

  ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში პროტესტანტებმა ქვეყნის პარლამენტის შენობა დაწვეს.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებაა, რომელიც პრეზიდენტს ხელისუფლების სათავეში კიდევ ხუთი წლით დარჩენის უფლებას მისცემს.
ბურკინა-ფასოში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მომიტინგეების დაშლა პოლიციამ რამდენჯერმე სცადა, რასაც შეტაკებები მოჰყვა.
კონსტიტუციაში ზემოთხსენებული ცვლილების შეტანას დეპუტატები ხუთშაბათს გეგმავენ.
ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბლეზ კომპაორე ხელისუფლების სათავეში 1987 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fbz-5OT-WX0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები