მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ პრომო-რგოლში რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ჩათვლით აჩვენეს (ვიდეო)
მოსკოვში დიდი თეატრის ფასადზე გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პრომო-რგოლის ლაზერული პრეზენტაცია გაიმართა. მუნდიალის ოფიციალურ ვიდეო-რგოლში რუსეთის შემადგენლობაში ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიც აჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მუნდიალის ოფიციალური სიმბოლოების პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ფაბიო კანავაროც იყვნენ ჩასული.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BEneNaRZKgY” width=”560″ height=”315″]