აშშ-ში თვითმფრინავი აეროპორტის შენობას შეეჯახა (ვიდეო)

   აშშ-ში, კანზასის შტატში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი უიჩიტას აეროპორტის შენობას დაეჯახა.
შტატის რეგიონალური ტელემაუწყებელი ადგილობრივი პოლიციის ცნობაზე დაყრდნობით 2 დაღუპულის და 4 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კიდევ ხუთი ადამიანის მდგომარეობა უცნობი რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა თვითმფრინავის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო მოხდა. შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე პილოტმა აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამსახურს სწორედ ეს ინფორმაცია მიაწოდა.
უიჩიტოს აეროპორტი „Mid-Continent Airport“ 1929 წელს ააგეს. ამ დროისთვის ის კანზასის შტატის უდიდეს აეროპორტს წარმოადგენს. 2015 წლისთვის მასში კიდევ ერთი ტერმინალის გახსნა იგეგმება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=DwM8xnsN4J0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები