უკრაინის არჩევნები და რუსეთის მიზნები – „კვირას“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკისთან
რუსეთმა უკრაინის არჩევნების შედეგები მხოლოდ იმიტომ აღიარა, რომ რადას ოპოზიციური ძალების მიერ უკრაინაში დესტაბილიზაცია გააგრძელოს – „კვირას“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალისტ მატვეი განაპოლსკისთან
პუტინმა უკრაინას ყირიმი წაართვა და ის უკრაინულ აფხაზეთად აქცია
26 ოქტომბერს უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მოსაზრებები არჩევნების ლეგიტიმურობაზე და სიწმინდეზე საზოგადოებაში ორად გაიყო. ზოგისთვის უკრაინამ სერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი არჩევნები ჩაატარა, ზოგისთვის კი ეს სპექტაკლი და ფარსი სახელად „უკრაინის ევროპული არჩევანი“ იყო. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ამომრჩეველმა ვერ მიიღო.
დონბასში, რომელიც უკრაინელი „ტერორისტების“ მიერაა კონტროლირებადი, არჩევნები 2 ნოემბერს ჩატარდება. სხვათაშორის, რუსეთმა ეს არჩევნები წინასწარ უკვე აღიარა. აზრის სხვადასხვაობის მიუხედავად, კრემლმა ასევე 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ცნო, თუმცა მათ მაინც უკრაინის ისტორიაში ყველაზე ბინძური არჩევნები უწოდა. რა ელის მომავალში უკრაინას, როგორი იქნება გადანაწილება უზენაეს რადაში და რა როლი ექნება ამ პროცესებში რუსეთის ფედერაციას, – ამ კითხვებზე საკუთარი მოსაზრებების შესახებ „კვირას“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში ცნობილი ჟურნალისტი და მიმომხილველი მატვეი განაპოლსკი ესაუბრება.
როგორც განაპოლსკიმ განაცხადა, ზოგადად, ქართულ მედიას არ ეკონტაქტება. გამონაკლისი ცნობილმა ჟურნალისტმა სპეციალურად სააგენტო „კვირასთვის“ დაუშვა.
„უკრაინის არჩევნები უზენაეს რადაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. ეს ყველამ აღნიშნა რუსეთის ფედერაციის გარდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს უკრაინის ისტორიაში ყველაზე ბინძური არჩევნები იყო. რუსეთისთვის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები ჩაითველბა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათგან წამოვა მითითება, როგორ და ვინ უნდა აირჩიოს ხალხმა“, – აცხადებს ცნობილი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი.
მისი შეფასებით, რეალურად არჩევნები უკრაინაში ნორმალურად ჩატარდა, თუმცა 300-ზე მეტი დარღვევა მაინც დაფიქსირდა.
„ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები ამ დონეზე იმიტომ ჩატარდა, რომ უკრაინაში საკმაოდ მკაცრი კანონი იყო მიღებული, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამომრჩევლის მოსყიდვა კი უკრაინის არჩევნების მთავარი დეფექტი იყო. მაგალითად, უკრაინელებს ძალიან უყვართ წიწიბურა. ქართველებს წიწიბურა ისე არ უყვართ, როგორც უკრაინელებს. ამიტომ საკმარისი იყო საბჭოური სასურსათო ნაკრები, რომელიც ერთი ბოთლი ზეთისგან, წიწიბურისგან, თევზის კონსერვისგან შედგება. ამას პენსიონერები ყიდულობდნენ. ქართული ვარიანტი, ალბათ, ხინკალი და კარგი ღვინო იქნებოდა. აქ ხინკალი პოპულარული არ არის, აქ წიწიბურაა პოპულარული…
რა თქმა უნდა, ბევრს შეეშინდა – კანონის და ფალსიფიკაციის პროცენტი ძალიან დაბალი იყო. თუმცა ფალსიფიკაცია მაინც იყო და ეს არა პარტიულ ხაზთან, არამედ მაჟორიტარულ სისტემასთანაა დაკავშირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთვქათ, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს და მშვენივრად შევიდნენ ახალ პარლამენტში. რადგან რადის დეპუტატებზე ლუსტრაცია არ ვრცელდება, ეს ადამიანები საკუთარ არსებობას მოსკოვზე და კომუნიზმზე ფიქრით განაგრძობენ. ასეთი ადამიანები – რადის შემადგენლობის ნახევარი იქნება. ანუ, პარტიული სიით – სადღაც 220 ადამიანი, დანარჩენები კი მაჟორიტარები იქნებიან. ეს არის პირველი სირთულე, რაც უკრაინის რადას ელოდება. პარლამენტის თითქმის ნახევარი – იანუკოვიჩის ერთგული ხალხი იქნება, ესენი იანუკოვიჩის მაფიოზურ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. გარკვეული თანხის სანაცვლოდ ისინი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ერთგულნი იყვნენ სულითაც და სხეულითაც.
შემდეგი პრობლემა – შიდა პარტიულია, უფრო სწორად რადას შიგნით პარტიული პრობლემაა, – ამბობს განაპოლსკი. მისი განმარტებით, პოროშენკო თავისი გაერთიანებით და იაცენიუკი თავისი პარტიით – ერთი მხრივ, ლიბერალური და პროდასავლური ტყუპი ძმები არიან, მეორე მხრივ კი – მაინც განსხვავებული ადამიანები. პოროშენკო მოლაპარაკებებისთვის მზადაა, იაცენიუკი კი ცოტა სხვანაირია, ის შევარდენს ჰგავს. „ამიტომ, ძალიან ძნელია განსაზღვრო, თუ როგორ იქნებიან ერთად. იაცენიუკი, ერთი მხრივ, კმაყოფილია იმით, რომ პრემიერ-მინისტრია. თუმცა ის დიდი ამბიციების მქონე ადამიანია, ამიტომ არავინ იცის, რა იქნება მომავალში“.
როგორც მატვეი განაპოლსკი აცხადებს, ახლა იაცენიუკი პრემიერ-მინისტრის თანამდებობით სავსებით კმაყოფილია. პრემიერის მიერ დეკლარირებულ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა, უფრო ხშირად, პრეზიდენტის საქმეა. არავინ იცის, როგორი რეიტინგი ექნება პოროშენკოს მომავალში. „როგორც ვხედავთ, პოროშენკო უკვე მეორე ადგილს იკავებს, პირველზე კი იაცენიუკი და მისი პარტია გავიდნენ. ამ ორი ადამიანის განსხვავებულობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, შექმნილი იქნება კოალიცია. ცნობილია, რომ მასში პოროშენკოს და იაცენიუკის პარტიები შევლენ. ასევე გავარდნილი „სამოპომიჩი“ – მასში განათლებული პროდასავლური ინტელექტუალები არიან გაწევრიანებულები. ეს პარტია ახალგაზრდებს წარმოადგენს, მის სათავეში კი ლვოვის მერი ანდრეი სადოვოია – ადამიანი, რომელმაც ამ თანამდებობაზე 8 – წლიანი მუშაობის – სწორი საყოფაცხოვრებო და ბიზნესისკენ მიმართული ქმედებების შედეგად სამაგალითო ტურისტული ქალაქი ააშენა“.
განაპოლსკის მოსაზრებით, მმართველ კოალიციას საკმაო ხმა ექნება – ის საკონსტიტუციო უმრავლესობამდე აიწევს. ამიტომ, ჟურნალისტის მტკიცებით, ამ შემთხვევაში ეს საკმაოდ ძლიერი და მონოლითური რადა იქნება, რომელიც ძალზე არაპოპულარული გადაწყვეტილებების გატანას და დამტკიცებასაც შეძლებს.
„რაც შეეხება მითებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიმსხვრა – ეს მითები მხოლოდ რუსულ აღზნებულ ტვინებში არსებობს. როგორც ვიცით, პარტია „სვობოდამ“ ვერ მოიპოვა საკმარისი ხმების რაოდენობა იმისთვის, რომ რადაში შესულიყო, იგივეა – მემარჯვენე სექტორთან დაკავშირებით. ამიტომ ყველა გამოძახილმა ფაშისტების შესახებ, რომლებიც ხელისუფლებაში მოვლენ და რომელთა ტირაჟირება სახელმწიფო არხებით ხდება, დაადასტურა, რომ ეს სრული სისულელე და საკუთარი აუდიტორიის დაშინებაა. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის რადა უკვე არჩეულია, არჩევნები ლეგიტიმურადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციის მიერაც კი, თუმცა რუსეთმა აღიარა ეს არა იმიტომ, რომ მან უცბად უკრაინა შეიყვარა. რუსეთს უკრაინა ზუსტად ისე არ უყვარს, როგორც არ უყვარს მას საქართველო. მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთს დღის წესრიგში არა რაღაც ახალი ომის საკითხი აქვს, არამედ უკრაინის რადის აღიარება იმისთვის, რომ სტრუქტურის მეშვეობით, რასაც ოპოზიციური ბლოკი ჰქვია – შეჭრას განახორციელოს. რუსეთს ეს არჩევნები რომ არ ეღიარებინა – ყველაფერი ჩაიშლებოდა. ახლა კი არსებობს ოპოზიციური ბლოკი, რომელიც შედგება „რეგიონების პარტიის“ ყოფილი წევრებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მმართველი გაერთიანებით არიან უკმაყოფილონი. ისინი გაერთიანდნენ ოპოზიციურ პარტიაში და მოსკოვისგან ფულს ელოდებიან. რუსეთმა კი ეს არჩევნები მხოლოდ იმიტომ აღიარა, რომ მას ორგანო ეყოლება, რომლის საშუალებით უკრაინის დესტაბილიზაციაა შესაძლებელი. ეს არის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ აღიარა ასე ნაადრევად რუსეთმა უკრაინული საპარლამენტო არჩევნები. ფინანსური რესურსი რუსეთს დიდი აქვს. ოპოზიციური ბლოკი უკრაინის დესტაბილიზაციისთვის საჭირო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ისინი სხდომებს ჩაშლიან, რუსების დევნის შესახებ იყვირებენ, მმართველი გაერთიანების ყველა წინადადების წინააღმდეგ მისცემენ ხმას“, – აცხადებს განაპოლსკი.
ჟურნალისტის აზრით, რეალურად გამარჯვება თითქოსდა, მიღწეულია, მაგრამ უმრავლესობასთან ერთად რადამ პრორუსული, მეხუთე კოლონა მიიღო, რომელიც მოსკოვის ხელში აბსოლუტურად დამჯერი იქნება. „ჩვენ უნდა მივხვდეთ, რუსეთს რა სურს“.
ობამასთან დიდი ომის მსხვერპლი რუსი ხალხი იქნება. ვლადიმირ პუტინის გამო რუსები თანახმანი არიან საკუთარი შვილები დამარხონ
საინტერესოა იმაზე პასუხი, თუ რას აპირებს რეალურად რუსეთი და, კერძოდ, ვლადიმერ პუტინი მომავალში.
„ვლადიმერ პუტინს ახლა ახალი დოქტრინა აქვს, მას აბსოლუტურად არ აინტერესებს რა ხდება ქვეყნის შიგნით, ის აბსოლუტურად გულგრილია უკრაინის მიმართ, ის ახლა საგარეო პოლიტიკითაა დაკავებული“, – ამბობს მატვეი განაპოლსკი.
„მისი ბოლო გამოსვლიდან გამომდინარე, შეერთებულ შტატებთან წმინდა ომისთვის მომზადებაა გამოცხადებული. „ცივი“ იქნება ეს ომი თუ „ცხელი“ – ჯერჯერობით დაუდგენელია. პუტინი ძალაში ერთ ადამიანს ეჯიბრება – ეს ბარაკ ობამაა. ობამა ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც ახლა დიდი ბრძოლა იწყება. ამ ბრძოლის მსხვერპლი რუსეთის სრული მოსახლეობა იქნება. პუტინმა მიაღწია ყველაფერს, რაც სურდა. მან ყირიმი წაართვა უკრაინას და ის უკრაინულ აფხაზეთად აქცია. მან ილოვაისკთან უკრაინელი სამხედროები გაანადგურა და ამით პოროშენკოს მოლაპარაკებების დასაწყებად, ან სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ უბიძგა. რატომ? იმიტომ რომ უკრაინასთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის, მნიშვნელოვანია, რამდენი ჯარისკაცი იღუპება. რუსეთისთვის კი ამას აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ჯარისკაცებს საბრძოლველად საიდუმლოდ უშვებენ და საიდუმლოდ კრძალავენ. და რადგან პუტინმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში სიკვდილიც მშვენიერია, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპება და რამდენი იქნება საიდუმლოდ დაკრძალული. რუსი მოქალაქეები სავსებით ეთანხმებიან ამას. ისინი თანახმანი არიან, საკუთარი შვილები ვლადიმერ პუტინის გამო დამარხონ. ეს სიმართლეა და ამაზე ვერაფერს სხვას ვერ ვიტყვით. ვლადიმერ პუტინისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შეერთებული შტატებია. უკრაინასთან დაკავშირებით კი მას 2 პრობლემა დარჩა. რადგან აშშ – ეს მსოფლიო ბოროტებაა, ამ მსოფლიო ბოროტების ნაწილი კი ნატოა, შესაბამისად, უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან ნატოში. საჭიროა დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არსებობს. პირველ რიგში, ეს უზენაესი რადაა ოპოზიციური ბლოკით, მეორე კი – „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერიტორია – ნოვოროსია, რომელიც პერმანენტურად არსებობს და არ არის მნიშვნელოვანი ის, რომ თუ იქ არ იქნება არსებობის ელემენტარული პირობები, ხალხი დაიხოცება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ტერიტორია არსებობს და მისი გამოყენება ასე თუ ისე შეიძლება. თქვენ მკითხავთ, რატომ აკეთებს პუტინი ამას. ერთი მნიშვნელოვანი მიზეზით. არსებობს ერთი პრობლემა, რომელსაც პუტინი ჯერჯერობით ვერ აგვარებს – სახმელეთო გზა ყირიმისკენ. პუტინი ვერაფრით დაუშვებს იმას, რომ მომავალ წელს იგივე საშინელება განმეორდეს, რაც წელს ხდებოდა – 6 მილიონი ადამიანის ნაცვლად იქ 1,5 მილიონი ჩავიდა. რიგებში ადამიანები ცუდად ხდებოდნენ, ისინი 24 საათის მანძილზე გადაყვანას ელოდნენ. ხიდი კი დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება, შესაბამისად, პუტინს ბოლო შანსი დარჩა. ამიტომ პუტინი არ აცხადებს იმას, რომ ნოვოროსიის პროექტს ხურავს. არაფერსაც არ ხურავს. სხვათაშორის, პუტინს ჯერაც არ გადაუწყვეტია, იქნება თუ არა „ცხელი ომი“, – ფიქრობს განაპოლსკი.
„თუ არ არსებობს სახმელეთო დერეფანი მარიუპოლის გავლით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყირიმი ბლოკირებულია – აი ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. ამიტომ ამერიკა ამერიკად, და ყირიმი ყირიმად. ყირიმთან დაკავშირებით პუტინმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ცხელი ომის“ ვარიანტი – ახალი ომის სრული პროგრამით, დაბომბვით და კიდევ სხვა რაღაცებით სიგანეში 300- კილომეტრიანი სახმელეთო დერეფნით, რასაკვირველია, ზაპოროჟიეში, ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში მომაკვდარი ადამიანების გადარჩენის გამო განიხილება. ტყუილი იქნება საკმაო რაოდენობით. შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინული პოლიტიკის სუბიექტია, რადგან, ნეგატიური პოპულარობით რუსეთის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს შემდეგ ის უკრაინაში მეორეა“, – განაცხადა განაპოლსკიმ.