მედია: ისრაელმა შენობაზე, სადაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ხამენეის მემკვიდრეს ირჩევდა, საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ირანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ისრაელმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტთა ასამბლეა 88 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შემდგარი საბჭოა, რომელსაც ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა ევალება.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს განხორციელდა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ.

შენობა თეირანის სამხრეთით, ქალაქ ყუმში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები