საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებულ შეტევას, მიუღებელია ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები