საგარეო უწყება: ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ვიმედოვნებთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები გამოიწვევს ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად წარიმართება.

იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ვიმედოვნებთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები გამოიწვევს ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად”, – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები