“ბაჩო ახალაიას მძიმე სასამართლო პროცესები ელის” – ზუკა რურუა
“ვიდეოჩანაწერებით დავინახეთ, რომ დამხობის ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ზუკა რურუა აცხადებს.
როგორც რურუა ამბობს, ბაჩო ახალაიას მძიმე სასამართლო პროცესები ელის.
“ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთ ნაბიჯებს დგამდნენ, არაფერია მათგან გასაკვირი. დაიწყეს ახლა პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, ვურჩევდი, რომ უფრო სერიოზულ თემაზე გადავიდნენ, რადგან, ასეთი მყარი მტკიცებულებების შედეგად, ძალიან მძიმე სასამართლო პროცესები ელით და სჯობს, ამისთვის მოემზადონ”, – აცხადებს რურუა.