ტრამპმა ახსნა, თუ რატომ სჭირდება შეერთებულ შტატებს გრენლანდია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და არა მისი მინერალური რესურსების კონტროლის მოსაპოვებლად.
„ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნით გვჭირდება. არა მინერალებისთვის. ჩვენ გვაქვს ამდენი მინერალური საბადო და ნავთობი! ჩვენ გვაქვს მეტი ნავთობი, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნით.
თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს გასწვრივ ყველგან რუსული და ჩინური გემებია. “, – განაცხადა ტრამპმა.
ლუიზიანას გუბერნატორის, ჯეფ ლენდრის, გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის კომენტირებისას, ტრამპმა განმარტა, რომ ინიციატივა მისგან არ მოდიოდა.
როგორც მედია აღნიშნავს, ამერიკელი ლიდერის ახალმა საკადრო გადაწყვეტილებამ დანიაში დიპლომატიური დავა გამოიწვია, რაც აშშ-ის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებით დასრულდა.