ნინო წილოსანი: რატომ ბლაჟევიჩი და უცხო ტრენერი – იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა რომელიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებს, გარე ძალებს ექვემდებარება

“რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები – იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა ეს მცდელობა, რომელიც ხელისუფლების ნაცმოძრაობით შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები – იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან“, – აღნიშნა წილოსანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები