თურქეთში 12 წლის მოსწავლემ სკოლის დირექტორი დაჭრა

თურქეთის სამხრეთით, მერსინის პროვინციის ანამურის რაიონში, საშუალო სკოლის 12 წლის მოსწავლემ სკოლის დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა სკოლის ეზოში მოხდა. შედეგად, სკოლის დირექტორი, 39 წლის ენდერ კარა, მძიმედ დაიჭრა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

12 წლის მოსწავლე დააკავეს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ასევე ბავშვის მამა.

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, იკვლევენ შესაძლო კავშირს მომხდარსა და ოჯახურ გარემოებებს შორის.

მედიის ინფორმაციით, მოსწავლესა და დირექტორს შორის მანამდე არსებობდა კონფლიქტი, როდესაც დირექტორმა გააფრთხილა იგი, სკოლის ეზოში ელექტრო სკუტერით გადაადგილების შესახებ. გამომძიებლები ასევე დაადგენენ, თუ საიდან ჰქონდა მოზარდს იარაღი.

თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები