მარკო რუბიო: უცხოური დახმარების ახალი ეპოქა გამორიცხავს ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს, სისტემიდან თიშავს ფულის მფლანგავი NGO-ების ინდუსტრიულ კომპლექსს და ამერიკელ ხალხს პირველ ადგილზე აყენებს
“უცხოური დახმარების ეს ახალი ეპოქა გამორიცხავს ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, უცხოური დახმარების ახალ სისტემასა და USAID-ის გაუქმებასთან დაკავშირებით, X-ზე წერს.
მისი განცხადებით, უცხოეთისთვის განკუთვნილი დახმარების ახალ ეპოქაში, ფულის მფლანგავი არასამთავრობოები სისტემიდან მოხსნილია და პირველ ადგილზე ამერიკელი ხალხი დგას.
“უცხოური დახმარების ეს ახალი ეპოქა გამორიცხავს ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც წინა ადმინისტრაციებმა ამერიკელ ხალხს აიძულეს, სისტემიდან თიშავს ფულის მფლანგავი არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიულ კომპლექსს და ამერიკელ ხალხს პირველ ადგილზე აყენებს” – წერს მარკო რუბიო.