ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ევროკავშირის სამიტის პარალელურად, ბრიუსელში ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობთ, დემონსტრანტებმა პოლიციას კვამლის ბომბები და კარტოფილი ესროლეს. სამართალდამცველებმა მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ასობით ფერმერმა დღეს ბრიუსელში ტრაქტორები ჩაიყვანა. ისინი სამხრეთ ამერიკის ბლოკთან, „მერკოსურის“ ქვეყნებთან დაგეგმილ სავაჭრო შეთანხმებას და ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აპროტესტებენ.