ზელენსკი – დასავლეთის ზეწოლა გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა პუტინი ომის გაგრძელებას
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელება დამოკიდებული იქნება არა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რიტორიკაზე, არამედ დასავლეთის ზეწოლის დონეზე.
მან აღნიშნა, რომ ეფექტურმა სანქციებმა, შესაძლოა, მოსკოვის მიერ ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა შეზღუდოს.
“სიგნალები, რომლებსაც პუტინი გვაწვდის, ჩვენთვის ახალი არ არის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას არ სურს ომის დასრულება. კითხვა ასეთია, შეუძლია თუ არა პუტინს მისი გაგრძელება? ეს კითხვა უკვე დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, მათ ზეწოლაზე – უპირველეს ყოვლისა, სანქციებზე და დიპლომატიურ ზეწოლაზე“, – თქვა მან.
ზელენსკის თქმით, მას არ სჯერა, რომ სანქციების ზეწოლის სათანადოდ განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა იმავე მასშტაბის ომის გაგრძელებას შეძლებს.
„ჩვენ არ ვეთანხმებით სამომავლო შეთანხმებების ყველა მახასიათებელს. ჩვენ გვაქვს კითხვები. არსებობს გარკვეული უთანხმოებები ტერიტორიულ საკითხთან, დაფინანსებასთან, გაყინულ აქტივებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეთანხმება არ მიღწეულა“, – თქვა მან.