“მოსახლეობა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში მასობრივად არ ეთანხმება მმართველი რეჟიმების გენერალურ კურსს” – ირაკლი გოგავა

“საქმე გვაქვს ულტრალიბერალური გლობალისტების ციტადელთან, რომელიც დღეს ევროპაშია და ტრამპი პირდაპირ ღია ომს უცხადებს მათ”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ განაცხადა.

მან ასევე, დონალდ ტრამპის მიერ ევროპის კრიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მისი შექმნიდან რამდენიმე წელიწადში ის ჩვენთვის მიმზიდველი ერთობა იყო იმიტომ, რომ ეს იყო საერთო ბაზარი, ეკონომიკური კეთილდღეობის ზონა, სტანდარტები იყო ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების და ეს ქართველებისთვის და არა მხოლოდ, მიზიდულობას ქმნიდა. შემდეგ შეიცვალა ხასიათი, განათლების სისტემა გამოიგონეს, იდეოლოგიზება ხდებოდა თითქმის ყველა სფეროსი, შემდეგ ამას დაემატა სამხედრო კომპონენტი და ჩვენ ეს არ „გამოგვიწერია”.

მოსახლეობა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში მასობრივად არ ეთანხმება მმართველი რეჟიმების გენერალურ კურსს. ილონ მასკმა გამოაქვეყნა სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში პოსტების გამო 12 000-ზე მეტი ადამიანი დიდ ბრიტანეთში არის უკვე გასამართლებული, გერმანიაში – 3 500 ადამიანზე მეტი, საფრანგეთშიც არის ასეთი მაგალითები. ეს რას ნიშნავს? ხალხი არ ეთანხმება მასიურად რაღაცას და ხელისუფლებისთვის ეს იმდენად პრობლემაა, ურჩევნია გააჩუმოს და ციხეში გაუშვას. ევროპაში ინტეგრაციული პროცესები დასრულდა, იწყება დეზინტეგრაციული პროცესები. ეს არის იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და შესაძლოა პოლონეთი – ასე მოიაზრებს ტრამპის გუნდი, ეს სერიოზული ნაბიჯი იქნება, თუ ეს ასე მოხდა“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები