“ყველა უნდა დავიცვათ, რათა ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში” – გია ვოლსკი
“ყველა უნდა დავიცვათ, რათა ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
“ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.
გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში”, – ამბობს ვოლსკი.