მიხეილ ყაველაშვილი: თურქმენეთში ირაკლი კობახიძის სიტყვაში ყველამ დავინახეთ ჩვენი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ღირსეული სიტყვა, სადაც მან ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ისაუბრა

“ირაკლი კობახიძე ღირსეულად იყო წარმოდგენილი ღონისძიებაზე თურქმენეთში. მის სიტყვაში ყველა ღირსეულმა ქართველმა დავინახეთ ჩვენი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის ღირსეული სიტყვა, სადაც მან ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არსებულ გამოწვევებზე, გლობალურ სიტუაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებითაც გზავნილებზე ისაუბრა, რასაც თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ და ვართ გულწრფელები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია დაიცვას ქვეყნის ერთიანობა და მომავალი.

„სამშვიდობო პოლიტიკა, მშვიდობიანი დაბრუნება, ჩვენ დებთან და ძმებთან ერთად თანაცხოვრება ერთიან საქართველოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ გაერთიანდეს ჩვენი საქართველო. ჩვენს ძმებთან, ოსებთან და აფხაზებთან ერთად გავაგრძელოთ თანაცხოვრება. ჩვენ საუკუნეების მანძილზე გვიწევდა თანაცხოვრება. საომარი ვითარებები, ის შეცდომები, რაც ორივე მხარემ დავუშვით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნელ-ნელა დავივიწყოთ და გადავშალოთ ეს ფურცელი, რომ ერთიან საქართველოში მოგვიწიოს ისევ თანაცხოვრება, როგორც ვცხოვრობდით საუკუნეების მანძილზე.

ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ, ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომ ასეთ მარტივ პროვოკაციებს ავყვეთ, რომ ერთიან სივრცეში რატომ ისხდნენ ირაკლი კობახიძე და რუსეთის პრეზიდენტი, ამაზე დავიწყოთ სპეკულირება. გამოვფხიზლდეთ, სხვა რეალობაა, კიდევ ერთხელ, ჩვენი გზავნილი ყველასთვის ნათელია და ამაზე ვიყოთ პრინციპულები და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და მომავალი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები