გაერო-ს გენერალური ასამბლეა რუსეთისგან უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ითხოვს
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ დააბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატაცებული უკრაინელი ბავშვები.
რეზოლუციას მხარი 91-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის, საქართველომ. რუსეთმა და კიდევ 11-მა ქვეყანამ, რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, სომხეთმა.
დოკუმენტი მკვეთრად გმობს ბავშვების იძულებით გადაადგილებას და გატაცებას, რაც, გაერო-ს შეფასებით, მძიმე ადამიანის უფლებათა დარღვევად ითვლება.
გაერო-ს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, სწრაფად იმოქმედოს ბავშვების უსაფრთხო დასაბრუნებლად და სრულად ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები რეზოლუციას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დროს ბავშვთა დაცვის მიზნით.