ტრამპმა პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრის შედეგები შეაფასა
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები მოსკოვში წარმატებული იყო,- ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა
„პრეზიდენტ პუტინს გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან. რა გამოვა ამ შეხვედრიდან? ვერ გეტყვით, რადგან ტანგოს შესასრულებლად ორი ადამიანია საჭირო”,- განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.
წინა საღამოს, “როიტერმა”, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უიტკოფმა და კუშნერმა ტრამპს პუტინთან მოლაპარაკებების შედეგები მიაწოდეს და ისინი საფუძვლიანად და პროდუქტიულად შეაფასეს. მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინას შედეგების შესახებ.
ცნობისთვის, პუტინმა უიტკოფი და კუშნერი კრემლში მიიღო. მხარეებმა სამშვიდობო გეგმის არსზე დაახლოებით ხუთი საათი იმსჯელეს, თუმცა, გავრცელებული ცნობით, კომპრომისი ჯერ არ მიღწეულა.
მედიის ცნობით, პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკელი მომლაპარაკებლები ზელენსკისთან შესახვედრად ევროპულ ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავდნენ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამიტი გაუქმდა.