ყოფილი ევროკომისარი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის ყოფილი ხელმძღვანელი, ფედერიკა მოგერინი ბელგიის პოლიციის მიერ დაკავებულ სამ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომელიც ბრიუგეში ახალგაზრდა დიპლომატებისთვის განკუთვნილი აკადემიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი თაღლითობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, – ამის შესახებ Euractiv-ს გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა ორმა პირმა განუცხადეს.
გამოძიებასთან ახლოს მყოფი პირებისა და თვითმხილველების ცნობით, ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში, ევროკავშირის სახსრების სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ევროპის კოლეჯსა და კერძო სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.
ამასთან, დააკავეს ევროპის კოლეჯის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც აღმასრულებელი განათლების დეპარტამენტში მუშაობდა.
ასევე დააკავეს ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირი სტეფანო სანინო. სანინო ადრე მოგერინის დროს, დიპლომატიური აკადემიის შექმნის პერიოდში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი იყო. ამჟამად ის ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორია.
კომისიამ დაადასტურა, რომ პოლიცია სამშაბათს ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებში იმყოფებოდა და ეს წინა მანდატის დროს განხორციელებული საქმიანობის მიმდინარე გამოძიების ნაწილია.
კომისიამ უარი თქვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე, რადგან, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებისთვის შესაძლოა, ხელის შემშლელი აღმოჩნდეს.