ვენესუელას საჰაერო სივრცის დახურვით აშშ-ის მუქარის შემდეგ, გაერო ქვეყნებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებს

მას შემდეგ, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ ვენესუელას საჰაერო სივრცე „სრულიად დაიხურებოდა“, გაერო-მ ქვეყნებს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვისკენ მოუწოდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება.

“გაერო-ს პოზიცია დაძაბულობის ესკალაციის ფონზე თანმიმდევრული რჩება. აუცილებელია არსებული მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა, პრობლემების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას და კავშირგაბმულობას”,- განუცხადა ჟურნალისტებს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა.

მან მოუწოდა ქვეყნებს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის გაერო-ს ქარტიას და ყველა მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოს.

ამასთან, “ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე საპასუხოდ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ნარკოტიკების გადამზიდავ ნავზე თავდასხმას გადარჩენილთა მოსაკლავად მეორე დარტყმის ბრძანება გასცა, დუჟარიკმა განაცხადა, რომ გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში „კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია“ იმ გემებზე დარტყმების გამო, რომლებზეც, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული პირები არიან გადაყვანილი.

როგორც მედია აღნიშნავს, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-მ გააფართოვა სამხედრო ოპერაციები ლათინურ ამერიკაში, განალაგა საზღვაო ქვეითები, სამხედრო გემები, გამანადგურებლები, ბომბდამშენები, წყალქვეშა ნავები და დრონები.

სექტემბრიდან მოყოლებული, აშშ-ის სამხედრო ძალებმა 21 იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებიც, მათი თქმით, ნარკოტიკებით იყო დატვირთული, რის შედეგადაც 83 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები