პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და კოსტავას ქუჩიდან დაიწყეს.

მომიტინგეებს ადგილზე საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები აქვთ მიტანილი.

ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები