ზაქარია წიკლაური: მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოების ყველა ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის
სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის N18-ში, 3 200 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, სადაც 22 უკანონო ავტოფარეხისა და შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა.
მიმდინარე სამუშაოებს ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და სამგორის რაიონის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მოთხოვნით და ჩართულობით ხდება ამ პროექტის განხორციელება. რა თქმა უნდა, გამგეობა და მერია გვერდში უდგას მოსახლეობას და შესაბამისად უფრო მარტივად ხორციელდება ეს პროექტი.
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მოსახლეობას იმისთვის, რომ მიმდინარე სამუშაოების ყველა ეტაპზე აქტიურად არიან ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ სამგორის რაიონში განებივრებულები ვართ ბევრი რეკრეაციული სივრცით, მსურს მადლობა გადავუხადო გამგეობას კიდევ ერთი ლამაზი სივრცისთვის, რომელიც სულ მალე შეემატება ჩვენს რაიონს და ქალაქს,” – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.