ანდრეი ერმაკთან ჩხრეკა მიმდინარეობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ჩხრეკა მიმდინარეობს,- ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ადასტურებენ.
„NABU და SAP უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სათავეში საგამოძიებო მოქმედებებს (ჩხრეკას) ატარებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა დეტალების გავრცელება მოგვიანებით დააანონსეს.
მანამდე, როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, 28 ნოემბრის დილით, NABU-მ და SAP-მა ჩხრეკა ანდრეი ეერმაკის სამთავრობო კაბინეტში ჩაატარეს.