ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ცნობით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავეს, რომლებიც ნებართვის გარეშე გავლას ცდილობდნენ.
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა დააკავეს და ირანის სანაპიროზე გადაიყვანეს ორი დამრღვევი გემი: MSC-FRANCESCA, რომელიც ისრაელის რეჟიმთან არის დაკავშირებული, და EPAMINODES, რომელმაც ნებართვის გარეშე საფრთხე შეუქმნა ნაოსნობის უსაფრთხოებას“, – იტყობინება Tasnim-ი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების განცხადებაზე დაყრდნობით.
ამასთან დაკავშირებით, ირანის სამხედროებმა აღნიშნეს, რომ „ჰორმუზის სრუტეში წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევა ირანისთვის წითელი ხაზებია“.