ერმაკი: ზელენსკი მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიებს არ დათმობს

ვიდრე ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია, ის მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიებს არ დათმობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

“დღეს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს ტერიტორიის დათმობის დოკუმენტს. სანამ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ არ უნდა ელოდოს, რომ ტერიტორიას დავთმობთ. კონსტიტუცია ამას კრძალავს. ამის გაკეთება არავის შეუძლია. უკრაინა მხოლოდ იმისთვის არის მზად, განიხილოს, თუ სად უნდა გაიაროს მხარეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯვნის ზღვარმა”, – ამბობს ერმაკი.

ამასთან, პუტინის თქმით, დასავლეთში ერთი ნაწილი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვს, მეორე კი – ბრძოლის გაგრძელებას ბოლო უკრაინელამდე, რისთვისაც რუსეთი მზადაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები