გერმანიის კანცლერი: უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდება

რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევი არ უნდა აიძულონ ტერიტორიები დათმოს.

მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები საფრთხის ქვეშაა და გარანტიები აშშ-სა და უკრაინასთან განიხილება.

„უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდება და თუ სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება… უკრაინას კვლავ დასჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები პარტნიორებისგან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა თავის ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები