FBI-ს დირექტორი აცხადებს, რომ პირს, რომელმაც აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრა, კავშირი ჰქონდა ავღანეთში მოქმედ აშშ-ის ძალებთან

FBI-ის დირექტორმა, კეშ პატელმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრის დაჭრაში ეჭვმიტანილს ავღანეთში აშშ-ის ძალებთან ჰქონდა კავშირი.

„ეჭვმიტანილ რაჰმანულა ლაკანვალს ავღანეთში პარტნიორ ძალებთან ურთიერთობა ჰქონდა“, – განუცხადა პატელმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

როგორც მან აღნიშნა, ლაკანვალი შეერთებულ შტატებში 2021 წელს ოპერაციის „მოკავშირეები, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ ფარგლებში ჩავიდა. მან თავშესაფარი 2024 წელს მოითხოვა და ის 2025 წლის აპრილში მიიღეს.

პატელის თქმით, მისი კავშირები ავღანეთში აშშ-თან მიმდინარე გამოძიების ნაწილია.

„ჩვენ სრულად ვიძიებთ მისი წარსულის ამ ასპექტსაც, მათ შორის ყველა ცნობილ თანამზრახველს, რომლებიც საზღვარგარეთ ან აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან“, – განაცხადა FBI-ს დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები