ებოლა, შესაძლოა, სპეციალურად გავრცელებული დაავადება აღმოჩნდეს – რატომ აშინებს ობამა პლანეტას…

  დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს – სასიკვდილო ვირუსი ებოლაა. დეტალები ამ დაავადების შესახებ – უცნობია, დღემდე არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაავადება კი ელვის სისწრაფით ვრცელდება. გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ ამ საკითხზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ებოლა, შესაძლოა, სპეციალურად გავრცელებული დაავადება აღმოჩნდეს. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ებოლა შესაძლოა, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, უფრო სწორად, კი პენტაგონის მიერ იყოს გავრცელებული. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ობამამ ვირუსს კაცობრიობისთვის უმთავრესი საფრთხე დაარქვა.
სასიკვდილო ვირუსი ებოლა – არა ბიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური იარაღია. ეს მოსაზრება ცნობილმა მიკრობიოლოგმა მიხეილ სუპოტნიცკიმ გამოთქვა.
ჯერ კიდევ აგვისტოში, როდესაც დაავადება ჩვენთვის ეკზოტიკა იყო, „კომსომოლსკაია პრავდამ“ მიკრობიოლოგ მიხეილ სუპოტნიცკთან ინტერვიუ „ებოლას ვირუსი: ბიოლოგიური იარაღი თუ ბუნების შურისძიება?“ ჩაწერა. გაზეთმა ეს მეცნიერი ექსპერტად სწორედ იმიტომ გამოიყენა, რადგან 2009 წელს მან გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლში ახსნა, თუ რატომ იყო ღორის გრიპი – აფერა. ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ანუ „კომსომოლსკაია პრავდას“ ექსპერტი მართალი აღმოჩნდა. თუმცა აფერის ორგანიზატორებს დაავადების გავრცელებამ მილიარდობით დოლარი და ევრო მოუტანა.
საინტერესოა, რომ 2013 წელს სუპოტნიცკიმ მოცულობითი მონოგრაფია „ბიოლოგიური ომი“ გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთი გვერდი სწორედ ებოლას ვირუსს ეხება. ექსპერტი აფრიკის იმ რეგიონების რუკასაც ბეჭდავს, სადაც შესაძლოა, ვირუსი გავრცელებულიყო. ამ წიგნის გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ დაავადება აფრიკის სწორედ იმ რეგიონებში გავრცელდა, რომლის შესახებ სუპოტნიცკიმ აღნიშნა.
ექსპერტის განცხადებით, ებოლა – არ არის ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღი, ეს ბუნებრივი კეროვანი დავადებაა. გეოგრაფიულად ასეთი ინფექციების ტერიტორიები ბუნებრივი კერებია, ანუ ეკოსისტემებითაა შეზღუდული. ებოლა აფრიკაში ასობით ათასი წლის მანძილზე არსებობს.
ექსპერტის მტკიცებით, ებოლას გამომწვევი ვირუსი პლანეტაზე თავად ადამიანებზე გაცილებით ადრე გაჩნდა. დაავადება ხელოვნურად არავის არ შეუქმნია და ვერც ვერავინ შექმნიდა, მით უმეტეს – ვერ გაავრცელებდა, – ამბობს სუპოტნიცკი.
მიკრობიოლოგის ინფორმაციით, აშშ რუსეთის საზღვრებთან – უკრაინაში, საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთში სამხედრო ლაბორატორიებს ქმნის. ყველა ამ ლაბორატორიას ამერიკელი სამხედროები მართავენ. და ახლა მოსკოვში ყველა ბიოლოგიური იარაღის შესახებ საუბრობს, რომელსაც უსამართლოდ დაავადება ებოლას გამომწვევ ვირუსს ეძახიან.
„კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტს კითხვა გაუჩნდა, იქნებ აფრიკაში ბუნებრივი ვირუსი მასობრივი განადგურების იარაღის სახით იყო გამოყენებული.
„ინტერნეტში უკრაინელი სამშვიდობოს მოგონებებია გავრცელებული, რომელიც ლიბერიაში 3 წლის წინ იმყოფებოდა. ის წერს, რომ ლიბერიის დედაქალაქ მონროვიის მახლობლად აშშ-ს ბიოლოგიური საიდუმლო ინსტიტუტი ნახა. შემდეგ ის სასწრაფოდ დახურეს, მაიმუნები კი, რომლებზეც ცდებს ატარებდნენ, გამოუშვეს. იქნებ მაიმუნები სპეციალურად დააავადეს? სხვათა შორის, რით იყო დაკავებული ამერიკული საიდუმლო ინსტიტუტი?“
„ვინ გვიპასუხებს ამაზე?“, – ამბობს ექსპერტი. „ანალოგიური კითხვა შეიძლება დავსვათ იმაზე, თუ რას აკეთებს ბიოლაბორატორია დასახლება ალექსეევკაში თბილისთან ან ლაბორატორია ოდესაში. იმისთვის, რომ ასეთი საიდუმლო ბიოლაბორატორიები, ინსტიტუტები აკონტროლონ, შემუშავებულია „პროტოკოლი“, რომელიც საეჭვო ბიოლოგიური ობიექტების ურთიერთშემოწმებას სხვადასხვა ქვეყანაში გულისხმობდა. დოკუმენტი რუსული მხარის ინიციატივით დამუშავდა, თუმცა ამერიკელებმა ის დატოვეს. თვითონ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენცია კი კონტროლის ზომებს არ ითვალისწინებს. რაც შეეხება მაიმუნებს, ებოლათი დაავადებული მაიმუნები და ადამიანები ასე დიდხანს არ ცოცხლობენ და ვირუსის გადაცემის გრძელ ჯაჭვს ვერ აწყობენ. ეპიდემიოლოგებს მოლეკულარული დიაგნოსტიკის მეთოდების დახმარებით იმის დადგენა შეუძლიათ, თუ სად გაჩნდა პირველად ვირუსი. უნდა დაველოდოთ“, – აღნიშნა ექსპერტმა.
აფრიკაში ბიოლოგიური იარაღის „ებოლა-2014“ გამოყენება კი ექსპერტმა გამორიცხა. რაც შეეხება ვირუსის მუტაციას, ექსპერტის შეფასებით, ღორის გრიპთან დაკავშირებული შემთხვევის მსგავსად, პროფესიულ გამომძალველებზეა საუბარი.
„მახსოვს, ობამამ თავად გაიკეთა ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ტელეკამერების წინაშე და მთელ ამერიკას ამის გაკეთებისკენ მიუწოდა. შემდეგ კი პანდემია თავისით გაქრა“, – გაიხსენა ჟურნალისტმა.
ეასპერტის თქმით კი, შიშის ხელოვნური გამძაფრება – საზოგადოებრივი პროცესებით მართვის საშუალებაა. ის ადამიანებს წინააღმდეგობის ნებას და განვითარებული მოვლენების შეფასების უნარს ართმევს. „ობამას ყველგან წარუმატებლობა აქვს. აქ კი თავად ბუნებამ ჯადოსნური ჯოხი, სახელად ებოლა გამოუგზავნა. და საინფორმაციო ზეგავლენაც ამუშავდა“, – ამბობს ექსპერტი.

10578788_856333337740239_1707041083_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები