ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა

ავსტრალიის შტატ ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროზე ცურვის დროს ორ მცურავს ზვიგენი დაესხა თავს, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

პოლიციის ცნობით, ქალი, რომელიც სავარაუდოდ, 20 წლამდე ასაკის იყო, ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ იმავე ასაკისაა, კრიტიკულ მდგომარეობაში, ნიუკასლის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

სანაპირო 24 საათის განმავლობაში დაიკეტება, ტერიტორიას კი დრონები დააკვირდებიან.

ავსტრალიის მუზეუმის ცნობით, ხარისებრი ზვიგენები, რომლებიც როგორც მტკნარ, ასევე მარილიან წყალში ბინადრობენ, „ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ზვიგენებს შორის, რომლებიც პოტენციურად საშიშია ადამიანებისთვის“. საერთაშორისო ზვიგენის თავდასხმების ფაილის მიხედვით, ისინი მესამე ყველაზე სასიკვდილო სახეობაა ზვიგენებისთვის.

როგორც “ბიბისი” წერს, ეს წელს ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმის მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ის ფატალური შედეგით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები