ნიგერიაში, მასობრივი გატაცების შემდეგ, ტყვედ აყვანილი სკოლის მოსწავლე 24 გოგონა გადარჩენილია

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სკოლიდან გასულ კვირას მომხდარი მასობრივი გატაცების შემდეგ თავდამსხმელების მიერ ტყვედ აყვანილი სკოლის მოსწავლე 24-ვე გოგონა გადარჩენილია, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ბოლა ტინუბუმ განაცხადა.

სკოლის დირექტორის თქმით, 17 ნოემბერს, კების შტატის ქალაქ მაგაში მდებარე სამთავრობო გოგონათა საშუალო სკოლიდან სულ 25 გოგონა გაიტაცეს, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა იმავე დღეს გაქცევა მოახერხა.

ნიგერიის პრეზიდენტის განცხადების თანახმად, დარჩენილი 24 გოგონა გადარჩა, თუმცა სხვა დეტალები არ გახმაურებულა.

„მოხარული ვარ, რომ 24-ვე გოგონა ნაპოვნია. ახლა, სასწრაფოდ უნდა გავაგზავნოთ მეტი სამხედრო მოსამსახურე დაუცველ ადგილებში, რათა თავიდან ავიცილოთ გატაცების შემდგომი ინციდენტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კებიში თავდასხმა ნიგერიაში ბოლო დროს მომხდარი მასობრივი გატაცებების სერიას მიეკუთვნება, მათ შორის იყო ნიგერის შტატის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში წმინდა მარიამის სკოლაში თავდასხმა, რომლის დროსაც კათოლიკური სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლე და თანამშრომელი გაიტაცეს. შაბათ-კვირას ორმოცდაათი მოსწავლე გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები