ალექსანდრე დარახველიძე: გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას – სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები კანონში

გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებასა და გარდაცვალებას – სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები [კანონში], – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ იმ ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომლებიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის და რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება.

ცვლილებები შედის ასევე „იარაღის შესახებ კანონში“. დარახველიძის განმარტებით, ცვლილებების მიზანი საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაზრდაა.

„გადავხედეთ იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევდა ავტოსაგზაო შემთხვევებს, გზებზე დაშავებას და გარდაცვალებას – სწორედ ამ მიმართულებით შეგვაქვს ცვლილებები [კანონში] და იზრდება ჯარიმები. ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ასევე იარაღის შესახებ კანონში, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას ქვეყანაში და ქვეყნის უსაფრთხოებას ამ მიმართულებით გააძლიერებს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მან პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიებზეც ისაუბრა, რომლებსაც „პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ითვალისწინებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს პოლიციელებს მისცემს უფრო მეტი დაცულობის განცდას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები